საექთნო მომსახურება თქვენს სახლში
სწრაფი, უსაფრთხო და პროფესიონალური დახმარება. გადასხმა, ჭრილობის დამუშავება და ვირუსული ინფექციების მართვა სტერილურ პირობებში.
ჩვენი მომსახურებები
გთავაზობთ სრულ საექთნო სერვისს ბინაზე, ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით.
გადასხმა / ინფუზია
სითხეები და მედიკამენტები ინდივიდუალურად შეთანხმებული სქემით.
ინტოქსიკაციის მართვა
საკვებისმიერი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას სითხის ბალანსის აღდგენა.
ვირუსული ინფექციები
გრიპისმაგვარი სიმპტომების შემსუბუქება და ტემპერატურის მართვა.
ჭრილობის დამუშავება
ანტისეპტიკა, პანსამაგრების შეცვლა და კონტროლი.
დიარეა და ღებინება
დეჰიდრატაციის პრევენცია და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.
სითხის აღდგენა
ინტრავენური ინფუზიები უსაფრთხო, სტერილურ პირობებში ბინაზე.
ნაკერების მოხსნა
უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ — ექიმის მითითების შესაბამისად.
ალერგიული რეაქციები
მსუბუქი ალერგიული მდგომარეობების მართვა და მონიტორინგი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ვარ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექთანი. ჩემი ვალდებულებაა სახლის პირობებში პაციენტის ხარისხიანი მოვლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
- 📍 მომსახურების ზონა: მხოლოდ თბილისი
- 🕒 სამუშაო დრო: დღის განმავლობაში
- 🏠 ვიზიტი: მხოლოდ ბინაზე
დაჯავშნეთ ვიზიტი
ხშირად დასმული კითხვები
სერვისი რომელ უბნებშია ხელმისაწვდომი?
თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები — ადგილზე ვიზიტი და მომსახურება. ზუსტი მისამართის მიხედვით დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.
როდის შეიძლება ვიზიტის დაჯავშნა?
ვიზიტები იგეგმება დღის განმავლობაში, მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით. სცადეთ დარეკვა ან Viber/WhatsApp-ით შეტყობინების გამოგზავნა.
გადასხმა/ინფუზია რას მოიცავს?
ინტრავენური სითხეები და მედიკამენტები ინიშნება ინდივიდუალურად, შესაბამისი ჩვენებით. პაციენტის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.